ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
02

სალომბარდო მენტალიტეტი

“ძვირფასეულობა შეგიძლია დაალომბარდო ნებისმიერ დროს, როგორც კი ფინანსურ სირთულეებს შეხვდები“ გვითხრა მეგობარმა. ჩვენს სანაცნობო წრეებში უამრავი ადამიანი, სარგებლობს ლომბარდების მომსახურეობით. ამის მიზეზები განსხვავებულია და მოიცავს როგორც სახლის გარემონტებას, შვილების სწავლის გადასახადს, მანქანაში  hi-fi სისტემის დაყენებას, ასევე 18 წლის შვილის მიერ აზარტულ თამაშებში წაგებული 1000 ლარის გადახდას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით (სტატიაში მოცემული ყველა მონაცემი აღებულია ამ გამოკითხვიდან), 2013 წელს საშ...
Rate this blog entry:
Continue reading
4855
0 Comments
Write a Comment
მაი
30

ფერმერთა ჯგუფები: რატომ გვიყვარს და როდის არიან ისინი წარმატებულები

არსებობს უამრავი მიზეზი, რომ გვიყვარდეს ფერმერული კოოპერატივების იდეა (და ზოგადად კოოპერატივი). დავიწყოთ იმით, რომ ადამიანების გაერთიანებას, რესურსების გაზიარებასა და ურთიერთდახმარებას დიდი ესთეტიკური ღირებულება აქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ინსტიქტური კოლექტივიზმი ოდითგანვე იყო ადამიანთა არსებობის ძირითადი მდგომარეობა. თუმცა ფერმერული კოოპერატივების არსებობას ძლიერი ეკონომიკური მიზეზებიც აქვს. მცირე ფერმერები ხშირად ძალიან პატარები არიან იმისთვის, რომ დამოუკიდებლად შევიდნენ ბაზარზე და ადვილად შეიძლება გახდნენ შუამავლებისა და ადგილობრივი მონოპოლისტ...
Rate this blog entry:
Continue reading
1825
0 Comments
Write a Comment
მაი
26

დისკრიმინაცია საქართველოში

2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად უყარა კენჭი კანონს დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის შესახებ. კანონის მიზანია ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით თანაბარი სარგებლობის უზრუნველყოფა, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, მოქალაქეობისა, წარმომავლობისა, დაბადების ან საცხოვრებელი ადგილისა, სიმდიდრისა თუ წოდებრივი სტატუსისა, რელიგიისა თუ რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული უნარისა...
Rate this blog entry:
Continue reading
5201
0 Comments
Write a Comment
მაი
23

ქართული ჩრდილოვანი ეკონომიკა – მისი წარსული და მემკვიდრეობა

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საბჭოთა კავშირს საკმაოდ დიდი ჩრდილოვანი (არაფორმალური) ეკონომიკა ჰქონდა. საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელი იყო ძალიან მკაცრი ფორმალური სისტემა მაღალი დონის ბიუროკრატიითა და არაეფექტური დაგეგმარებით. ეს ბევრ პრობლემას ქმნიდა როგორც წარმოებაში, ისე მოხმარებაში. საბჭოთა მომხმარებელი განიცდიდა გამუდმებულ იმედგაცრუებასა და უკმაყოფილებას, რაც გამოწვეული იყო მისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების დაუსრულებელი ძიებით, რიგში დგომით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე, რომ მიიღებდა მისთვის სასურველ საქონელს, საკმაოდ მაღალი რისკით,...
Rate this blog entry:
Continue reading
3156
0 Comments
Write a Comment

Our Partners