ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მარ
10

არიან ქართველები მეტისმეტად მოუთმენელნი?

დავუშვათ, რომ ძმას 1000 ლარი ასესხეთ. ბუნებრივია, რომ ოჯახის წევრზე გაცემული სესხი უპროცენტოა. ერთ დღესაც ძმამ დაგირეკათ და ვალის დაბრუნების ორი თარიღიდან ერთის არჩევა შემოგთავაზათ: დღეს ან ზუსტად ერთი წლის შემდეგ. რომელს აირჩევდით? სტანდარტული ეკონომიკური თეორიის თანახმად, უნდა აირჩიოთ ფულის დაბრუნება დღეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანები, როგორც წესი, აწმყოს ანიჭებენ უპირატესობას მომავალთან შედარებისას. ამ მიდრეკილებას ეკონომისტები აწმყოს დროით უპირატესობას უწოდებენ და თეორიებში მომავალი უკუგების „ფსიქოლოგიური სარგებლის განაკვეთით“ დისკონტირებით ითვალი...
Rate this blog entry:
Continue reading
4060
2 Comments
Write a Comment
მარ
07

მომხმარებელთა უფლებები საქართველოში

1962 წლის 15 მარტს პრეზიდენტი ჯონ ფიცჯერალდ კენედი პირველი სიტყვით წარსდგა კონგრესის წინაშე და ხაზი გაუსვა მომხმარებელთა ოთხ, მისი აზრით არსებით, უფლებას: უსაფრთხოება, ინფორმირებულობა, არჩევნისა და მოსმენის უფლება. კენედის ამ გამოსვლის შემდეგ, მომხმარებელთა დაცვის იდეა გაიფურჩქნა როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში. წელს, კენედის გამოსვლიდან 52 წლის შემდეგ, საქართველო მიიღებს ახალ კანონს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ. მოდი, შევხედოთ მომხმარებელთა დაცვას ზოგადად, საქართველოში და კანონ-პროექტში, რომელიც მალე განსახილველად შევა პარლამენტში. რას ნიშნავს...
Rate this blog entry:
Continue reading
2969
0 Comments
Write a Comment
მარ
03

საქართველო - „კავკასიური ვეფხვი“?

14 თებერვალს საქარათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ქვეყნის სოციო-ეკონომიკური განვითარების პროექტი - საქართველო 2020 გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი მოიცავს მომავალი რამდენიმე წლის სოციო-ეკონომიკური გამოწვევების ანალიზსა და მათთან გამკლავების სტრატეგიას. დოკუმენტის თანახმად, ძირითად მიზანს ქვეყნის სტაბილური და ინკლუზიური ზრდის მიღწევა წარმოადგენს. სტრატეგიას ლაიტმოტივად ახალი მთავრობის ეკონომიკური პრინციპები გასდევს. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ბაზრების თვითრეგულირებისა და ეფექტიანობის რწმენა აქ ნაკლებად იგრძნობა. მეტიც, სოციო-ეკონომი...
Rate this blog entry:
Continue reading
3213
0 Comments
Write a Comment
მარ
01

ელექტროენერგიის მისაწვდომობა: არის კი ე.წ. „ქსელს გარეთ“ სისტემები გამოსავალი?

თანამედროვე ენერგომომსახურებების მისაწვდომობა ადამიანთა კეთილდღეობის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საწინდარია. სწორედ ეს დაასახელა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების მიღწევის წინაპირობადაც. 2011 წლის მსოფლიო ენერგეტიკის მიმოხილვაში კი სააგენტომ დააყენა მსოფლიოს ღარიბთათვის ენერგომომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად რესურსების მობილიზების საჭიროების საკითხიც. საქართველოს მსგავს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ენერგომომსახურებების ხელმიუწვდომლობის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით არ დგას. მიუხედ...
Rate this blog entry:
Continue reading
3767
0 Comments
Write a Comment

Our Partners