ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ნოე
22

რაც მასწავლებელი, ის მოსწავლე

ბევრი ჩვენგანი იღბლიანია იმის გამო, რომ მისთვის დიდებულ და ღირსეულ მასწავლებლებს უსწავლებია. მასწავლებლებს, რომლებიც არამხოლოდ გვასწავლიან, არამედ ჩვენს მორალურ და ზნეობრივ აღზრდაზეც ზრუნავენ. მართლაც, ამ პროფესიის ადამიანები უდიდეს (დადებით თუ უარყოფით) გავლენას ახდენენ ბავშვების აზროვნებაზე, მათ პროფესიულ მომავალსა და მისწრაფებებზე. ლოგიკურია, რომ ეს გავლენა ყველაზე ძლიერია სუსტ და დაბალგანვითარებულ სოციალურ გარემოში, სადაც მასწავლებელი ხშირად არის შუქურა სინათლისა (და განათლებისა), თავისებური „გოდების კედელი“ და უპირატესი მორალური და ინტელექტუალური ავ...
Rate this blog entry:
Continue reading
5409
0 Comments
Write a Comment
ნოე
18

საქართველო პოლიტიკური ბიზნეს–ციკლის ტალღებზე

ჩვენს წინა სტატიაში გამოვიკვლიეთ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 12 თვის განმავლობაში. უფრო კონკრეტულად, ჩვენ შევეხეთ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის დინამიკა არჩევნებამდე და მის შემდეგ დიდწილად განპირობებული იყო „პოლიტიკური ბიზნეს–ციკლის“ ეფექტით არჩევნებამდე სამთავრობო გადახარჯვის გამო. ჩვენმა ანალიზმა აჩვენა, რომ სამშენებლო სექტორი (პოლიტიკურად მოტივირებული დანახარჯების უპირველესი “ეჭვმიტანილი“) არჩევნებამდე პერიოდში მართლაც უჩვეულოდ სწრაფად იზრდებოდა, 2012 წლის ოქტომბრის შემდგომ კი მისი ზრდა რადიკალურად...
Rate this blog entry:
Continue reading
3973
0 Comments
Write a Comment
ნოე
15

კოოპერირების სიძნელეები საქართველოს სოფლის მეურნეობაში

საქართველოს სოფლის მეურნეობა დღევანდელთან შედარებით საბჭოთა კავშირის დროს უკეთეს მდგომარეობაში იყო. მიუხედევად ტექნოლოგიური პროგრესისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა თითქმის მთელს მსოფლიოში, საქართველომ განიცადა რეგრესი სოფლის მეურნეობის დარგში. 1990 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, საქართველოში მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა აღემატებოდა 4 მილიონს, დღესდღეობით კი ოდნავ აღემეტება 1 მილიონს. Rural Poverty Portal-ის მიხედვით საბჭოთა კავშირის დროს საქართველო ჩაის, ციტრუსების, ფოთლოვანი ხის და ღვინის ძირითადი მიმწოდებელი იყო.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი ...
Rate this blog entry:
Continue reading
3189
0 Comments
Write a Comment
ნოე
10

საქართველოს ეკონომიკური ზრდის შემცირება – პოლიტიკური ბიზნეს ციკლის შემთხვევა?

2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყო. „კოჰაბიტაციის“ ერთწლიანი პერიოდი, რომლის დროსაც ძალაუფლება ორ მოქიშპე პოლიტიკურ ძალას შორის იყო გადანაწილებული, ოფიციალურად დასრულდა. ახლა უკვე შეგვიძლია უკან მოვიხედოთ და შევაფასოთ, თუ რა გავლენა მოახდინა პოლიტიკურმა სიტუაციამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ორნაწილიან სტატიაში ჩვენ გავაანალიზებთ განვლილი პერიოდის ზოგიერთ ეკონომიკურ ტენდენციას საქართველოში. უპირველეს ყოვლისა, ამ კუთხით განვიხილავთ ზოგად მაჩვენებლებს ორ (საპარლამენტო და საპრეზიდენტო) არჩევნებს შორის (2012 წლის IV კვარტლიდან 2013 ...
Rate this blog entry:
Continue reading
5211
0 Comments
Write a Comment

Our Partners