ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ნოე
09

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტი – ქალაქს მეტი მწვანე სივრცე სჭირდება

წლებია, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა უარესდება, რაზეც არაერთი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანია: • მოსახლეობის ზრდა – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით, ბოლო ათ წელიწადში, დედაქალაქის მოსახლეობა 8%-ით გაიზარდა; • თბილისი ბიზნეს საქმიანობის ცენტრია – საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვრის თვის მდგომარეობით, ეკონომიკურად აქტიური ორგანიზაციების 42% თბილისშია თავმოყრილი; • პირველი ორი ფაქტორი მჭიდრო კავშირშია სამშენებლო სექტორში საქმიანობის მაღალ აქტივობასთან – 2019 წელს მშენებლობი...
Rate this blog entry:
Continue reading
1375
0 Comments
Write a Comment
ნოე
02

ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი: სწორი არჩევანი?

2020 წლის სექტემბერში ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის საგანი. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა 120 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, მან მაინც ვერ შეძლო გაცვლითი კურსის სტაბილიზაცია. 2020 წლის 16 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ქმედების მიზანი არ იყო ლარის გამყარება, რადგან საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. მეტიც, მან განმარტა, რომ ეროვნული ბანკის კონსტიტუციური მოვალეობაა, უზრუნველყოს ფასების სტაბილურობა ინფლაციის მიზნობრი...
Rate this blog entry:
Continue reading
802
0 Comments
Write a Comment
ოქტ
26

მარჯვნივ თუ მარცხნივ: როგორია პარტიების ეკონომიკური ხედვა?

რამდენიმე დღეში საქართველოს მოსახლეობა ისტორიულ, დიდწილად პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო სუბიექტად ათეულობით პარტია დარეგისტრირდა. რამდენად ემთხვევა მათი ხედვები თქვენსას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულების მიხედვით? ამ კითხვაზე დეტალური პასუხი "საარჩევნო კომპასი საქართველოს" ციფრულ პლატფორმაზე შეგიძლიათ მიიღოთ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) უახლესი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 72 პროცენტისთვის პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში ყველაზე მნიშვნელოვანი ორი კომპონ...
Rate this blog entry:
Continue reading
793
0 Comments
Write a Comment
ოქტ
19

უკაცრავად, გათავისუფლებული ხართ სამსახურიდან კოვიდის გამო! გაზარდა თუ არა COVID-19-მა გენდერული უთანასწორობა?

როდესაც 2020 წლის II კვარტლის (აპრილ-ივნისი) უმუშევრობის სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა, არავის გაჰკვირვებია, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე, რომელიც წინა წლებში სტაბილურად მცირდებოდა, მოულოდნელად 0,9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 2019 წლის II კვარტალთან შედარებით (უფრო ზუსტად, 11,4%-დან 2019 წლის II კვარტალში 12,3%-მდე 2020 წლის II კვარტალში). ალბათ, ის უფრო გასაკვირია, რომ უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მეტად არ გაზრდილა შეჩერებული ეკონომიკური აქტივობების, მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებისა და საკარანტინო ღონისძიებების ფონზე. ეკონომიკამ „მხოლოდ“ 43,8...
Rate this blog entry:
Continue reading
1711
0 Comments
Write a Comment

Our Partners