ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
სექ
14

შრომის ბაზრის რეფორმა: ჭიქა ნახევრად სავსეა თუ ცარიელი?

5 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის კოდექსში შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს. ამ ცვლილებებმა, რომლებიც, დიდი ალბათობით, მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცდება კიდეც უახლოეს დღეებში, უნდა გააძლიეროს დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმები. სანამ დაგეგმილ ცვლილებებს შევაფასებდეთ, გადავხედოთ, რა მიმართულებებით შედის კანონში ცვლილები. ესენია: • სამუშაო კვირის ხანგრძლივობა • (სავალდებულო) დასვენების ხანგრძლივობა • ცვლებში მუშაობისას ცვლის ხანგრძლივობა • სტაჟირების, ნახევარგანაკვეთური შრომის და ღამის ცვლების რეგულირება • ...
Rate this blog entry:
Continue reading
712
0 Comments
Write a Comment
სექ
07

ჭავჭავაძის ძველი გამზირი ახლებურად – ცნობილი სახეები ავტობუსში?

შესავალი: წარმოიდგინეთ თბილისი, სადაც ქალაქის მერი მუნიციპალური ავტობუსით სარგებლობს, ფეხბურთის ვარსკვლავი სკუტერით ჩაგიქროლებთ, თქვენი საყვარელი მუსიკოსი კი კაფეს შესასვლელთან აყენებს თავის ველოსიპედს. ეს იმიტომ კი არა, რომ მდიდრული მანქანები არ ჰყავთ (ჰყავთ!), არამედ იმიტომ, რომ მათ უბრალოდ მიაჩნიათ ეს ალტერნატივები უფრო ჯანსაღი, ეკოლოგიური, ‘მწვანე’ და მოსახერხებელია. აი, ეს კი ნამდვილად ჰგავს ევროპულ ქალაქს! ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დღეს თბილისში საყოველთაო ინტერესს იწვევს (რა თქმა უნდა, აგვისტოს შვებულებებსა და COVID-19-ის რისკებთან ერთად), ჭავჭავა...
Rate this blog entry:
Continue reading
625
0 Comments
Write a Comment
ივლ
17

COVID-19-ზე რეაგირება საქართველოში: იყო თუ არა კარანტინი გამართლებული?

დაწყებიდან დღემდე პანდემიამ 180-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. ამ გლობალურ საფრთხეს სხვადასხვა ქვეყანამ სხვადასხვაგვარად უპასუხა. ოქსფორდის უნივერსიტეტმა შეიმუშავა COVID-19-ზე რეაგირების აღრიცხვის მექანიზმი, რომელიც ქვეყნების მიერ მიღებული ზომების სიმკაცრეს შესაბამისი ინდექსით აფასებს და სამთავრობო პოლიტიკებს სხვადასხვა ჭრილში ადარებს. სანამ თავად მექანიზმზე ვისაუბრებდეთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მაღალი ინდექსი აუცილებლად ეფექტურ რეაგირებას არ ნიშნავს; ის მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მთავრობამ გავრცელების პრევენციისთვის შედარებით მკაცრი ზომები გაატარა1. სიმკაცრის ინდ...
Rate this blog entry:
Continue reading
582
1 Comment
Write a Comment
ივნ
30

იპოთეკური სესხის სუბსიდია – რამდენად გამართლებულია სესხის აღების წახალისება კრიზისის დროს?

28 მაისს საქართველომ მეოთხე ანტი-კრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, მთავრობა ხუთი წლის განმავლობაში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს დაუფინანსებს მათ, ვინც ამა წლის 1 ივნისიდან 31 დეკემბრამდე შეიტანს სესხზე განაცხადს ახლად აშენებული ან მშენებარე ბინის შესაძენად. სუბსიდია შეეხება სესხებს 200 000 ლარამდე. მთავრობა დააზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებასაც. მეტიც, სახელმწიფო ხუთი წლის განმავლობაში გასცემს გარანტიას სესხის 20%-ის ოდენობით. გარანტია გავრცელდება იმ სესხებზე, რომლებშიც თანამონაწილეობა არანაკლებ 10%-ს შეადგენს. ამასთან, ...
Rate this blog entry:
Continue reading
394
0 Comments
Write a Comment

Our Partners