ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
03

სიამაყე და ცრურწმენა საქართველოში სურსათის მოხმარების შესახებ

ქართული სუფრები და სიღარიბე სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ყველაზე მეტად აღიარებული ასპექტია. სტუმრის პატივისცემა ოჯახისთვის სიამაყეა. დედაჩემი პატარა იმერულ  ოჯახში გაიზარდა და როგორც ის მიყვება ხოლმე, ბავშვებს არ აძლევდნენ ხოლმე ჭამის უფლებას, მანამ, სანამ სტუმრებს ბოლომდე არ სცემდნენ პატივს, ე.ი. სანამ სტუმრები სათანადოდ არ დანაყრდებოდნენ. სოფლის ყველაზე ღარიბი ოჯახიც კი საკუთარ შესაძლებლობებს (და შემოსავალსაც) კი გადააჭარბებდა იმისთვის, რომ ადგილობრივი დელიკატესების, ხორცის, ბოსტნეულის და სახლის ღვინის სიუხვით სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა....
Rate this blog entry:
Continue reading
2842
0 Comments
Write a Comment
სექ
30

ყინულიანი წყლის გამოწვევა: რა მნიშვნელობა აქვს მოტივაციას?

ზაფხულში სოციალური ქსელები გაივსო ვიდეოებით, სადაც ხალხი (მათ შორის ცნობილი ადამიანები სხვადასხვა სფეროდან) თავზე ყინულით სავსე წყალს ისხამდა. საზოგადოების ნაწილმა, ეს ფაქტი დადებითად მიიღო და საკმაოდ გაერთო კიდეც ვიდეოების ყურებით (ზოგმა თავადაც კი მიიღო მონაწილეობა Ice Bucket Challenge-ში), ნაწილში კი გაღიზიანება გამოიწვია ამ საქველმოქმედო კამპანიამ, რომელიც რთული გასარჩევი იყო მეგობრებისა და ნაცნობების მიერ დაგზავნილი ჩვეულებრივი “სპამების” შემოტევისაგან. თუმცა, საზოგადოების მესამე ნაწილის რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა...
Rate this blog entry:
Continue reading
2698
2 Comments
Write a Comment
სექ
26

იმიგრაციის ახალი კანონი: ცვლილებები არავის სასარგებლოდ

მიმდინარე სასწავლო წელს, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლამ (ISET) მიიღო ცხრა სტუდენტი სომხეთიდან  და ერთი აზერბაიჯანიდან. ისინი თბილისში ჩამოვიდნენ აგვისტოს დასაწყისში და ბინადრობის ნებართვაზე განაცხადი შეიტანეს 1 სექტემბრამდე. ყველა აპლიკაცია იდენტური იყო. ამ ათი სტუდნეტიდან, შვიდმა მიიღო ბინადრობის ნებართვა, ორს უარი განუცხადეს და ერთის საქმე ჯერ კიდევ პროცესშია. უარის გაცემის საფუძვლად დასახელდა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის მე-18 მუხლის შემდეგი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, უცხოელს საქართველოში ბ...
Rate this blog entry:
Continue reading
5335
2 Comments
Write a Comment
სექ
23

ქართული კვერცხის ფასი ისევ არაპროგნოზირებადია

ჯერ კიდევ 9 თვის წინ, ჩვენ უკვე განვიხილავდით საქართველოში კვერცხის ფასთან დაკავშირებულ უცნაურობებს (აისეტ ეკონომისტის ბლოგზე იხილეთ ერიკ ლივნისა და გიორგი ქელბაქიანის ბლოგი „ქართული განხეთქილების კვერცხი“). იმ დროისათვის, კვერცხის ფასის მნიშვნელოვანი მერყეობა აიხსნებოდა საინტერესო პოლიტიკური დინამიკით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს, კვერცხის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა უცხოელი კონკურენტებისაგან იმპორტზე დაწესებული მრავალი არასატარიფო ბარიერით ხდებოდა, რასაც, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „კანონისა და საერთაშორისო შეთანხმებების...
Rate this blog entry:
Continue reading
5901
0 Comments
Write a Comment

Our Partners