ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მაი
06

შეანელე... დასრულდება თუ არა კოშმარი საქართველოს გზებზე?

21 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები საგზაო მოძრაობის კანონში და საქართველოში ეგრეთ წოდებული ქულების სისტემა შემოიღო. ამ სისტემით თითოეულ მძღოლს ენიჭება 100 ქულა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, გარდა უკვე არსებული ფულადი ჯარიმისა, მძღოლს აკლდება გარკვეული რაოდენობის ქულა. როდესაც მძღოლს ამოეწურება მინიჭებული 100 ქულა, მას მართვის მოწმობა  ერთი წლით ჩამოერთმევა. ყოველი წლის პირველ იანვარს მძღოლებს ქულების ბალანსი 100-მდე შეევსებათ. როგორც საზოგადოების წევრს, მაშფოთებს ყოველდღიურად საქართველოს გზებზე ტრაგიკული ავარიების და სას...
Rate this blog entry:
Continue reading
2121
0 Comments
Write a Comment
მაი
01

მოკლედ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე

პროფესიულ წრეებში ან პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის გამართულ დისკუსიას თუ მოვუსმენთ, ადვილად შევნიშნავთ, რომ ენერგოუსაფრთხოების თემა ხშირად გამოიყენება გარკვეული გადაწყვეტილებების გასამართლებლად ან სექტორში არსებულ პრობლემებზე ხაზის გასასმელად. ენერგოუსაფრთხოება ხშირად ასოცირდება ენერგეტიკულ „დამოუკიდებლობასთან“ – მდგომარეობასთან, რომლისთვისაც მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო მიეღწია. ამ დისკუსიის შედეგად საზოგადოებას ძალიან ვიწრო წარმოდგენა ექმნება ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და მას აფასებს ქვეყანაში წარმოებული ენერგიის წილით და მიწოდების დივერსიფ...
Rate this blog entry:
Continue reading
2117
0 Comments
Write a Comment
აპრ
29

შვედეთის საგანმანათლებლო კატასტროფა – გაკვეთილი საქართველოსთვის

2002-დან 2012 წლამდე შვედეთი საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამაში (PISA) 16 ადგილით ჩამოქვეითდა და მე-7-დან 23-ე ადგილზე გადანიაცვლა. PISA-ს 2015 წლის გამოკვლევით, შვედეთმა მონაწილე 34 ქვეყანას შორის 28-ე ადგილი დაიკავა მათემატიკაში! როგორც ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OECD) წერს: „PISA-ში მონაწილე სხვა არცერთ ქვეყანაში არ გაუარესებულა ასე მკვეთრად სტუდენტების შედეგები განვლილ ათწლეულში“. ვინ არის დამნაშავე? ზედმეტი კონკურენცია? მემარცხენე პოლიტიკოსები თვლიან, რომ შვედეთის საგანმანათლებლო სისტემაში არჩევანი ზედმეტად თ...
Rate this blog entry:
Continue reading
2197
0 Comments
Write a Comment
აპრ
24

ნამცხვრის უფრო დიდი ნაჭრის მისაღებად ერთად მუშაობაა საჭირო

სოფელი ჩხაკაურა ბახმაროს ცნობილი კურორტისკენ მიმავალ გზაზე, გურიის მთებში მდებარეობს. ეს დასახლება არამხოლოდ ულამაზესი ბუნებით იწონებს თავს, არამედ მშრომელი მოსახლეობითაც, რომელთაგან რამდენიმე უკვე გაგაცანით ჩვენს ბლოგში, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის, „სამეგობრო 2014-ის“ წარმატებულ ისტორიაზე მოგითხრობთ. მეთევზეებმა ეს კოოპერატივი ოფიციალურად 2014 წელს დაარეგისტრირეს და მას შემდეგ ის სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს. კოოპერატივს კარგი კავშირები აქვს ბაზართან, როგორც აღჭურვილობის და ნედლეულის მომწოდებლებთან (უკუკავშირი), ისე – რესტორნებთან, სასტუმრ...
Rate this blog entry:
Continue reading
1913
0 Comments
Write a Comment

Our Partners