ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
მაი
05

რუსეთის ეკონომიკის საიდუმლო (მე-2 ნაწილი)

დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი შესაძლებლობების მიწად აღიქმებოდა უცხოელი ინვესტორების მიერ. მათ ყურადღებას იპყრობდა მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, მდიდარი ბუნებრივი რესურსები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი საშუალო კლასი, რომელსაც ფულის ხარჯვის სურვილი ჰქონდა. თუმცაღა, რუსეთს მზარდ ეკონომიკას რამდენიმე საიდუმლო ჰქონდა, რომელიც ინვესტორების იმედებს დამსხვრევით ემუქრებოდა. წინა ბლოგში ჩვენ განვიხილეთ რუსეთის ეკონომიკისთვის დამახასიათებელი „დათვის ხაფანგები“, ანუ ის სტრუქტურულ არაეფექტიანობა, რომელიც რუსული ეკონომიკური სისტემის ნაწილია. კერძოდ ის, რომ საბჭ...
Rate this blog entry:
Continue reading
4348
0 Comments
Write a Comment
მაი
02

განათლება, რომელიც უნდა დაფასდეს

„ჩვენთან მეძავებსაც კი უმაღლესი განათლება აქვთ“, — განაცხადა ერთხელ კუბის ლიდერმა ფიდელ კასტრომ. მეძავების განათლებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დაახლოებით მსგავსის მტკიცება შეიძლება ქართული რეალობის შესახებაც. თითქმის ყველა ქართველს აქვს უმაღლესი განათლება. მაგალითად, ტაქსის მომსახურებით მოსარგებლეებს ხშირად სმენიათ, ორდიპლომიანი ტაქსის მძღოლების ისტორიები. კუბასთან შედარებით, საქართველოში ადამიანური კაპიტალის სიუხვე უფრო შთამბეჭდავია, რადგან იქ სკოლაში სახელმწიფო განკარგულების გამო დადიან, აქ კი საკუთარი ინიციატივით ირჩევენ წიგნიერებას. თუმცა, კუბის მსგავს...
Rate this blog entry:
Continue reading
8282
1 Comment
Write a Comment
აპრ
28

რუსეთის ეკონომიკის საიდუმლო

ბოლოდროინდელ მოვლენებამდე რუსეთი უცხოური კომპანიებისათვის იდუმალებით მოცულ „შესაძლებლობების მიწას“ წარმოადგენდა. თანმხლები სირთულეების მიუხედავად, ინვესტორებს ქვეყანა მაინც მიმზიდველად მიაჩნდათ ეკონომიკური საქმიანობის წამოსაწყებად. უცხოელი ბიზნესმენები სიძნელეებს ძირითადად მოუქნელ ბიუროკრატიასთან აწყდებოდნენ. ისტორიები არცთუ იშვიათი კორუფციული გარიგებების, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საგადასახადო ხელისუფლების მაქინაციების შესახებ აფრთხობდა მცირე ინვესტორებს, მაგრამ მსხვილი კომპანიებისათვის ეს არც ახალი იყო და არც დიდ დაბრკოლ...
Rate this blog entry:
Continue reading
5692
0 Comments
Write a Comment
აპრ
25

ქართული ჩურჩხელა: ფიქრები ტრადიციულ ჩარჩოებს მიღმა

ეს არის ქართული ჩურჩხელა, ტკბილეული, რომელიც მზადდება ძაფზე აცმული თხილის ან კაკლის ფქვილით გასქელებულ ყურძნის წვენში, იგივე თათარაში ანუ ფელამუშში ამოვლებით და შემდეგ მზეზე გაშრობით. რეალურად არსებობს მხოლოდ 2-3 სახეობის ჩურჩხელა. ზოგს ჩურჩხელის კეთება უკეთ გამოსდის, ზოგს — უარესად, თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით გაყიდული ჩურჩხელები ერთმანეთისგან არსებითად მაინც არ განსხვავდება. ეს კი ქართული ჩურჩხელის თურქული ანალოგია. ვისაც სტამბოლის სანელებლების ბაზარი უნახავს, შენიშნავდა მსგავსი ტკბილეულის მრავალფეროვნებას, როგორც თხილეულის, ასევე „საკაზმისათვის“...
Rate this blog entry:
Continue reading
6800
0 Comments
Write a Comment

Our Partners