ბევრი ჩვენგანი იღბლიანია იმის გამო, რომ მისთვის დიდებულ და ღირსეულ მასწავლებლებს უსწავლებია. მასწავლებლებს, რომლებიც არამხოლოდ გვასწავლიან, არამედ ჩვენს მორალურ და ზნეობრივ აღზრდაზეც ზრუნავენ. მართლაც, ამ პროფესიის ადამიანები უდიდეს (დადებით თუ უარყოფით) გავლენას ახდენენ ბავშვების აზროვნებაზე, მათ პროფესიულ მომავალსა და მისწრაფებებზე. ლოგიკურია, რომ ეს გავლენა ყველაზე ძლიერია სუსტ და დაბალგანვითარებულ სოციალურ გარემოში, სადაც მასწავლებელი ხშირად არის შუქურა სინათლისა (და განათლებისა), თავისებური „გოდების კედელი“ და უპირატესი მორალური და ინტელექტუალური ავ...