სოფლის მეურნეობის დარგსა და სოფლად ცხოვრების განვითარებას ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პანდემიის დროს დაწესებულმა შეზღუდვებმა შეაფერხა საგაზაფხულო სამუშაოები სოფლის მეურნეობაში, რამაც ფერმერების მდგომარეობა და მომავლის პერსპექტივები მნიშვნელოვნად გააუარესა. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 12 მაისს წარადგინა ანტიკრიზისული გეგმა – „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“. შემოთავაზებული გეგმა გულისხმობს ორი სახის შეღავათებს ფერმერებისთვის: პირდაპირ დახმარებასა და სექტორულ მხარდაჭერას. 1-ელ ცხრილში შეჯამებულია ყველა ის კომპ...