ქართული სუფრები და სიღარიბე
სტუმართმოყვარეობა ქართული კულტურის ყველაზე მეტად აღიარებული ასპექტია. სტუმრის პატივისცემა ოჯახისთვის სიამაყეა. დედაჩემი პატარა იმერულ ოჯახში გაიზარდა და როგორც ის მიყვება ხოლმე, ბავშვებს არ აძლევდნენ ხოლმე ჭამის უფლებას, მანამ, სანამ სტუმრებს ბოლომდე არ სცემდნენ პატივს, ე.ი. სანამ სტუმრები სათანადოდ არ დანაყრდებოდნენ. სოფლის ყველაზე ღარიბი ოჯახიც კი საკუთარ შესაძლებლობებს (და შემოსავალსაც) კი გადააჭარბებდა იმისთვის, რომ ადგილობრივი დელიკატესების, ხორცის, ბოსტნეულის და სახლის ღვინის სიუხვით სტუმარზე შთაბეჭდილება მოეხდინა....