დღესდღეობით, საქართველოში რძის პროდუქტების წარმოება ცხარე განხილვის საგანია. უკანასკნელი წლებში ამ სექტორში ახალი სახელმწიფო რეგულაციები გაჩნდა, ყველაზე ფართოდ განხილვადი უკანასკნელი ცვლილება კი ყველის წარმოებისას რძის ფხვნილის გამოყენებას კრძალავს. აღნიშნული რეგულაცია 2015 წელს მიიღეს, მაგრამ 2017 წლის ივნისში მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა მომხმარებელთა ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ტერმინების ფორმალური განმარტება, როგორებიცაა „ყველი“, „კარაქი“ და „მაწონი“, წინ გადადგმული ნაბიჯია, ტექნიკური რეგულაციის განხორციელება ბევრ...