ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
თებ
01

COVID-19 საქართველოს სოფლის მეურნეობაში: გამოწვევა, შესაძლებლობა თუ ორივე?

COVID-19-მა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მიიყვანა ფართომასშტაბიან ეკონომიკურ კრიზისამდე. მოსალოდნელია ისიც, რომ 2020 წელს მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) შემცირდეს, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდება. COVID-19-მა გავლენა მოახდინა ეკონომიკის ყველა სექტორზე და გამონაკლისი არც სურსათისა და სოფლის მეურნეობის სექტორია. პანდემია აისახა სასურსათო უსაფრთხოებასა და კვებაზე, მიწოდების ჯაჭვებზე, სურსათისა და საქონლის წარმოებასა თუ სურსათის უვნებლობაზე. აღსანიშნავია, რომ პანდემია განსაკუთრებულ საფრთხეს ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობას უქმნის, რადგან ას...
Rate this blog entry:
Continue reading
992
0 Comments
Write a Comment
იან
11

ღირს თუ არა, შევინარჩუნოთ COVID-19-ის მიერ მოტანილი ზოგიერთი იძულებითი სიახლე პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც?

 „დიდი კრიზისი შობს დიდ შესაძლებლობას,“ – ალბერტ აინშტაინი პანდემიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა. უკიდურესად გაართულა მრავალი ოჯახის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაც. მოიტანა აურაცხელი ადამიანური ტრაგედია, სოციალური კონტაქტების პარალიზება, ეკონომიკური კრიზისი და, გარკვეულწილად, კულტურული შოკიც კი. ამ კულტურული შოკის ნაწილია უმძიმესი სიტუაციიდან გამოსავლის სახით მიღებული ის არაერთი ახლებური პრაქტიკა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი. მაგრამ ახლა, როდესაც უკვე ამდენი თვეა პანდემიასთან ერთად ვცხოვრობთ...
Rate this blog entry:
Continue reading
3116
1 Comment
Write a Comment
დეკ
28

ენგურჰესი ჩერდება, აფხაზეთის მხრიდან მოთხოვნა კი იზრდება: საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები 2021 წლის დამდეგს

ბოლო 4 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ წელიწადის თორმეტი თვიდან ათი თვის განმავლობაში საქართველოს ელექტროენერგიის დეფიციტი აქვს. ქვეყანა ჭარბ ელექტროენერგიას მხოლოდ მაის-ივნისში (რიგ შემთხვევებში აპრილსა და ივლისშიც) გამოიმუშავებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის კრიზისმა მოთხოვნა შეამცირა, გამონაკლისი არც 2020 წელი აღმოჩნდა. მაის-ივნისში გამომუშავებასა და მოხმარებას შორის დაფიქსირებული დადებითი სხვაობის შემდეგ, ივლისიდან ქვეყანა იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე მთლიანი მოთხოვნის დაკმაყოფილებას სჭირდება. დეფიციტის შესავსე...
Rate this blog entry:
Continue reading
4712
0 Comments
Write a Comment
დეკ
21

შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის აღმოფხვრა: რა როლი აქვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას?

საქართველოში განათლება (ზოგადი განათლების შემთხვევაში კი, მოსწავლეთა უმრავლესობა) ძირითადად საჯარო სექტორის პასუხისმგებლობაა. ბოლო წლებში ამ სექტორს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა – 2010 წლიდან 2019 წლამდე სახელმწიფოს მიერ განათლების სექტორში გაწეული ხარჯები სამჯერ გაიზარდა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 3.6%-ს მიაღწია. თუმცა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტანდარტით, ეს დაბალი მაჩვენებელია, რადგან OECD-ის ქვეყნები განათლებაზე, საშუალოდ, მშპ-ის 5%-ზე ოდნავ ნაკლებს ხარჯავენ1. ამან შეიძლება ნაწილობრივ ახსნას ის, თუ რატომ რ...
Rate this blog entry:
Continue reading
1089
0 Comments
Write a Comment

Our Partners