ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
12

უნდა გაგრძელდეს თუ არა ყურძნის სუბსიდირება?

საქართველოში ტრადიციული რთველი 26 აგვისტოს დაიწყო. მთავრობამ გადაწყვიტა, მწარმოებლებს ყურძნის რეალიზებაში დაეხმაროს, რაც ყურძნის მოსავლის სუბსიდირებას გულისხმობს. სუბსიდირების რაოდენობამ რქაწითელის ან კახური მწვანეს შემთხვევაში, 1 კგ-ზე 0.8 ლარიდან 0.3 ლარი შეადგინა. აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა ყურძნის რეალიზაციის პროცესშიც ჩაერთვება. ღვინის სექტორის მხარდაჭერა ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია და მიზნად ისახავს COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას. ვინაიდან რთველი ჯერ არ დასრულებულა, საბოლოო სტატისტიკური მონაცემები ფერმერების მიერ გაყი...
Rate this blog entry:
Continue reading
821
0 Comments
Write a Comment
ოქტ
05

COVID-19 კვლავ გვიტევს: როგორ მოქმედებს პანდემია საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე?

ალბათ, ყველას კარად გვახსოვს 2006 წლის ცივი ზამთარი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყვიტა. არც ის არის სიახლე, რომ ენერგეტიკის საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია ამცირებს სხვა ქვეყნებთან პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რისკებსა და შოკებს. საბედნიეროდ, 2006 წლის შემდეგ საქართველომ მოახერხა რუსეთის სხვა ქვეყნით ჩანაცვლება და აზერბაიჯანიდან დაიწყო ბუნებრივი გაზის იმპორტი. ამ ბლოგში ვისაუბრებთ ბუნებრივი გაზის იმპორტის ამჟამინდელ მდგომარეობასა  და  მომავალში გაზმომარაგების უსაფრთხოები...
Rate this blog entry:
Continue reading
654
0 Comments
Write a Comment
სექ
28

აგროტურიზმი საქართველოში

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ რამდენიმე დღე ხმაურიანი და მტვრიანი ქალაქისგან მოშორებით, სოფელში გაატაროთ, ჩაერთოთ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და უფრო ახლოს გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას. ასეთი დასვენება ტურიზმის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც აგროტურიზმი ეწოდება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, სოფლად ტურიზმის სახეობების რაოდენობა იზრდება. სპეციალისტების აზრით, ეს ტენდენცია განპირობებულია ასაკოვანი ადამიანების დაინტერესებით, დაისვენონ მშვიდ გარემოში, სადაც ნაკლებია ჰაერის დაბინძურება. მსგავსი დასვენება ფინანსურადაც უფრო ხელმისაწვდომია და ...
Rate this blog entry:
Continue reading
3158
1 Comment
Write a Comment
სექ
21

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პანდემიის შემდეგ: ითამაშე სუფთად ან საერთოდ არ ითამაშო!

მთელ მსოფლიოში ქვეყნები ცდილობენ, სწრაფად იმოქმედონ და დაეხმარონ კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით დაზარალებულ მოსახლეობას. ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად მთავრობები ცდილობენ, მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები და განახორციელონ დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები. საქართველოც, რა თქმა უნდა, არ არის გამონაკლისი. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პროექტი გულისხმობს პლასტიკის ნარჩენების შემოტანას საქართველოში და მის შემდგომ გადამუშავებას. გადამამუშავებელი ქარხანა 400-მდე ადამიანს დაასაქმებს. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინ...
Rate this blog entry:
Continue reading
401
0 Comments
Write a Comment

Our Partners