მთელი მსოფლიო ინტენსიურად არის გადართული ტექნოლოგიურ ინოვაციისადმი სწრაფვაზე. არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. ადგილობრივი უნივერსიტეტები ცდილობენ, შექმნან ფაბ-ლაბები (ფაბრიკაციის ლაბორატორიები – მცირე ზომის სახელოსნოები, სადაც ადამიანს ციფრული ფაბრიკაციის საშუალება ეძლევა), მთავრობამ კი დააარსა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რათა ხელი შეუწყოს სტარტაპების და ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას. გარდა ამისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობით (60-ზე მეტი) ყოფილი საბჭოთა სამეცნიერო ინსტიტუტი არსებობს, რომლებიც დამოუკიდებლად ...