რამ შეიძლება მიიყვანოს უნივერსიტეტების წარჩინებული კურსდამთავრებულები ქართულ საჯარო სკოლებში? მართალია, მხოლოდ ფული სასწაულს ვერ მოახდენს, მაგრამ მის გარეშეც შეუძლებელია სასურველი შედეგის მიღება, რადგან ანაზღაურების არსებული სისტემა მასწავლებლებს, რომელთა ხელშიცაა საქართველოს, როგორც ერის მომავალი, სოციალური იერარქიის დაბალ ფენაში ათავსებს. თითქოს ისიც არ კმარა, რომ მასწავლებლები მიეკუთვნებიან ყველაზე დაბალანაზღაურებადი მუშახელის კატეგორიას, განათლებისა და ეკონომიკის სხვა სექტორების წლიურ საშუალო ხელფასებს შორის სხვაობა დროთა განმავლობაში სულ უფრო ...