ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
იან
31

ექსპორტზე გატანილი ქართული კრიმინალი

გერმანიაში ქართული კრიმინალი მძვინვარებს. გასული წლის 28 თებერვალს Augsburger Allgemeine-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პოლიციამ დააკავა ქართველი ქურდების ბანდა“. 22 მაისს ბავარიის პოლიციამ გამოაქვეყნა პრეს-რელიზი სათაურით „დნმ-ის ტესტმა დაადგინა ქართველი ქურდების ბრალეულობა“. 13 აგვისტოს Bietigheimer Zeitung-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველი ქურდები გისოსებს მიღმა“, რომელშიც ნახსენებია, რომ 2010 წლიდან „ქართველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი ძარცვების რიცხვმა საგრძნობლად იმატა“. 9 ივნისს Südwest Rundfunk-მა გააშუქა ანგარიში, რომლის თანახმადაც „ქარ...
Rate this blog entry:
Continue reading
2576
0 Comments
Write a Comment
იან
25

თუ მოსკოვმა შეძლო, თბილისიც შეძლებს!

როდესაც 2006 წელს მოსკოვი დავტოვე, მოსკოვის გადატვირთული ქუჩის გადაკვეთა თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. რუსი მძღოლები ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელთან სიჩქარის შენელების ნაცვლად კიდევ უფრო უმატებდნენ სიჩქარეს, რითიც თითქოს ანიშნებდნენ ფეხით მოსიარულეებს, რომ სულაც არ აპირებდნენ გაჩერებას. სრულიად გასაგებია, რომ ფეხით მოსიარულეებიც შესაბამისად იქცეოდნენ. შედეგად ვიღებდით „ცუდ“ წონასწორობას, რომელშიც არც მძღოლები ფიქრობდნენ ფეხით მოსიარულეთათვის გზის დათმობას და არც ეს უკანასკნელნი არ ცდილობდნენ ქუჩის გადაკვეთას. რამდენიმე კვირის წინ საშობაო არდადეგებზე ისევ ...
Rate this blog entry:
Continue reading
2491
0 Comments
Write a Comment
იან
23

ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია საქართველოში: შვება თუ ტვირთი ღარიბებისთვის?

ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ – როგორც ჩანს, ქართველებს უახლოეს მომავალში შეგვახსენებენ ამ უნივერსალურ ჭეშმარიტებას. საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ცვლილებას, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან პროდუქტებზე – პურზე, მაკარონზე, ხაჭაპურზე, ფქვილისგან დამზადებულ სხვა პროდუქტებზე. ქართულ კანონმდებლობას დაემატება კანონი, რომელიც ფქვილის ფორტიფიკაციას სავალდებულოს გახდის საქართველოში. საკვების სავალდებულო ფორტიფიკაცია სადავო საკითხია. კანონის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს ცვლილება შესანიშნავი საშუალებაა ქართვე...
Rate this blog entry:
Continue reading
3350
0 Comments
Write a Comment
იან
18

რაციონალური კაცები, შემგუებელი ქალები?

საქართველოს მომხმარებელთა ნდობის ინდექსის საფუძველზე გაკეთებული დასკვნები სამ წელზე მეტია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი აკვირდება ქართველი მომხმარებლების განწყობას. ყოველთვე ადამიანთა გარკვეული ჯგუფი რეკავს შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ დაახლოებით 330 ადამიანთან და ატარებს გამოკითხვას. ინტერვიუერი იწყებს მარტივი კითხვებით რესპოდენტის ასაკის, განათლების, საცხოვრებელი ადგილის შესახებ, შემდეგ ინტერესდება მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობითა და ქვეყნის მომავალი ეკონომიკური მდგომარეობისადმი მისი პირადი მოლოდინით. ამ ადამიანებისგან მიღებული პასუხების საფუძველზე...
Rate this blog entry:
Continue reading
2895
0 Comments
Write a Comment

Our Partners