ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
დეკ
06

როგორ აღვზარდოთ კრეატიული თაობა?

ტვინის განვითარება ბავშვებში ყოველი ადამიანი იბადება მილიარდობით ნეირონითა და ნერვული უჯრედებით, რომლებიც ქმნიან ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის ქსელებს. ნეირონების ქსელების სტრუქტურა წარმოადგენს სწავლის, მეხსიერებისა და სხვა შემეცნებითი უნარ-ჩვევების საფუძველს. დაბადებისას ბავშვის ტვინი ჩამოუყალიბებელია, სადაც ნეირონებს შორის კავშირებს მინიმალურად განსაზღვრავს გენები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალშობილის ტვინი უმეტესწილად შეიცავს იზოლირებულ ან დაუკავშირებელ ნეირონებს. დაბადების შემდეგ, ტვინი განიცდის წარმოუდგენელ ცვლილებებს და იწყებს ქსელების შე...
Rate this blog entry:
Continue reading
3664
0 Comments
Write a Comment
ნოე
30

ინოვაცია იწყება აქ და ახლა... ლისის ტბის სათბურებში

სირთულე მდგომარეობს არა ახალი იდეების შექმნაში, არამედ ძველებისგან თავის დაღწევაში, – ჯონ მეინარდ კეინზი ინოვაცია მხოლოდ სილიკონის ველის მაღალი ტექნოლოგიების სტარტაპებს არ გულისხმობს. ის შეიძლება მოხდეს აქ და ახლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ლიბერალი პოლიტიკოსები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, ქართულ სოფლის მეურნეობაში ინოვაციებისთვის უამრავი შესაძლებლობა არსებობს!  ნინა პეტროვა-ძნელაძის ლისის ტბის სათბურები არის 0.6 ჰექტარზე გაშენებული  საოჯახო მეურნეობა, რომელშიც ხილისა და ბოსტნეულის სამი საშუალო ზომის სათბურია. ვინმეს შეიძლება ეგონოს, რომ ...
Rate this blog entry:
Continue reading
3707
1 Comment
Write a Comment
ნოე
29

განათლებასა და სამშობლოს დაცვის წმიდათაწმიდა მოვალეობაზე

საქართველოს „მკვდარი სულები“? რატი, ლაშა და ირაკლი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (ე.წ. „გეპეის“) ინჟინერიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, რაც ფრიად უცნაურია. 22-23 წლის ასაკში სამივე ცოცხალია, თუმცა არასდროს დასწრებიან ლექციებს და არც გამოცდები ჩაუბარებიათ.  ეს მათთვის მესამე საგანმანათლებლო ხარისხი იქნება, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი მათგანი არ აპირებს სწავლის დამთავრებას. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „გეპეიში“ მათ „სწავლას“ ქართველი გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რადგან ინჟინერია (ისევე, როგორც მათემატიკა და საბუნე...
Rate this blog entry:
Continue reading
3212
0 Comments
Write a Comment
ნოე
23

საქართველოს მაოხრებელი ნეპოტიზმი

ქართულ მედიაში ხშირად წააწყდებით ნეპოტიზმის შესახებ ამბებს და ამ ამბების მთავარი მოქმედი გმირების სასაცილო განმარტებებს. როდესაც ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს წაუყენეს ნეპოტიზმის ბრალდებები, მან უპასუხა: „თქვენ არ გსმენიათ, რომ მეუღლის ნათესავი არ არის ნათესავი?“ როდესაც ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლის 23 წლის ძმა თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, ქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ „მას დიდი ხანია იცნობს და სხვა ალტერნატივას არც განიხილავდა, რადგან იცოდა ...
Rate this blog entry:
Continue reading
3968
0 Comments
Write a Comment

Our Partners