სტივ ჯონსონის (პოპულარული ამერიკელი სამეცნიერო მწერალი და მედიის თეორეტიკოსი, ავტორი წიგნისა „საიდან იბადება კარგი იდეები“) აზრით, ყავასა და ყავახანებს დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის სამეცნიერო და ინდუსტრიულ რევოლუციაში. პირველი ყავახანა ლონდონში 1650 წელს გაიხსნა და მალევე სოკოსავით მოედო დანარჩენ ევროპას. ყავახანას ორი დადებითი გავლენა ჰქონდა: პირველი, ის იყო (საშინლად დაბინძურებული) წყლისა და (იმ დროისთვის ფართოდ გავრცელებული) ალკოჰოლის ჯანსაღი ალტერნატივა. მეორე, ვინაიდან სულ უფრო მეტი ინტელექტუალი გადავიდა ყავის სმაზე, ყავახანები გახდა ჯანსაღი იდ...