ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივლ
06

საქართველო-ნატოს თანამშრომლობის (და არა წევრობის) დადებითი მხარეები

ვარდების რევოლუციის შემდეგ პროდასავლელი ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, ქვეყანა ნატოსკენ, უსაფრთხოების ნავსაყუდელისკენ, წაიყვანონ. ჯერჯერობით ნატოს წევრობა მხოლოდ შორეული ოცნებაა, რომელიც ბევრი ქართველის იმედგაცრუებასა და დასავლურ გეოპოლიტიკურ ბლოკთან ნაკლები ინტეგრაციის მომხრეთა პოზიციების განმტკიცებას იწვევს. დაუსრულებელი დებატები იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა საქართველო ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, აუფერულებს რეალობას, რომ ალიანსთან არსებული ამჟამინდელი ურთიერთობა იდეალური ვარიანტია საქართველოსთვის. ქვეყანაში შეუზღუდავად შემოედინება ინვესტიციები, ...
Rate this blog entry:
Continue reading
4700
0 Comments
Write a Comment
ივნ
29

რატომ არ არის სომხეთი უკრაინა (ჯერჯერობით)?

  ერევანი საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სომხეთის მთავრობამ ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდების მონოპოლისტის (სომხეთის ენერგოქსელები – ENA) მოთხოვნა 2015 წლის 1 აგვისტოდან რეგულირებული ტარიფის 16.7%-ით გაზრდის შესახებ დააკმაყოფილა, აქციებს სახელიც შესაფერისი შეურჩიეს – „ელექტრო ერევანი“. ENA ეკუთვნის Inter RAO UES-ს, რუსულ ენერგო-გიგანტს. ამან გააჩინა ეჭვი, რომ სომხეთის მთავრობა ეფექტურად ემსახურება რუსულ ინტერესებს. თუმცა ელექტროენერგიის ფასების ზრდას, რომელსაც მთავრობამ თავდაპირველად წინააღმდეგობა...
Rate this blog entry:
Continue reading
4355
0 Comments
Write a Comment
ივნ
26

სასტიკი რევოლუცია

  როდესაც 2007 წელს ISET-ის დირექტორის თანამდებობა შემომთავაზეს, ბევრი არ მიფიქრია. იქამდე საქართველოზე მხოლოდ დადებითი შეფასებები თუ წამეკითხა. სასიამოვნო საცხოვრებელი, სტუმართმოყვარე, ლამაზი, კორუფციისგან თავისუფალი და ა.შ. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით დამაიმედებლად ჟღერდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორედ მოსკოვში ყოფნის ბოლო დღეებში (სადაც 1993-2007 წლებში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი) ჩემი ახალთახალი BMW-ის მარკის მოტოციკლი დღისით მზისით მომპარა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელმა (აი, ასე!), რომელმაც იცოდა, რომ დღედღეზე ქვეყანას ვტოვებდი და ალბათ...
Rate this blog entry:
Continue reading
2518
0 Comments
Write a Comment
ივნ
19

მარიხუანის დეკრიმინალიზაცია?

  ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, მარიხუანის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოწევა იწვევს ინტელექტის სერიოზულ დაქვეითებას: არამწეველებთან შედარებით, მარიხუანის მომხმარებელთა ინტელექტის კოეფიციენტი 13-38 ქულით დაბალია (მეიერი და სხვები: „მარიხუანის მუდმივ მომხმარებლებს აღენიშნებათ ნეიროფსიქოლოგიური დაქვეითება ბავშვობიდან საშუალო ასაკამდე“, PNAS 109, 2012 წ.). უფრო მეტიც, მოხმარების ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, როდესაც ადამიანი თავს ანებებს მარიხუანის მოწევას, შემეცნების უნარი და მეხსიერება აღარ აღდგება. ბოლო დროს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ცხარე გა...
Rate this blog entry:
Continue reading
8304
0 Comments
Write a Comment

Our Partners