8 მარტს საქართველოში მრავალი სხვა ქვეყნის მსგავსად ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ დღის აღნიშვნა საბჭოთა მემკვიდრეობის ნაწილია, ქართველი ქალების დაფასებისა და პატივისცემის ტრადიცია უახლესი ისტორიის მიღწევა ნამდვილად არ ყოფილა. ქალები ისტორიულად ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებასა და პოლიტიკაში. საქართველოს ისტორიიდან ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ქალებიდან აღსანიშნავია კოლხი მედეა, ქვეყნის განმანათლებელი წმინდა ნინო და თამარ მეფე. სწორედ ამ უკანასკნელის „ოქროს ხანად“ წოდებული მეფობის ჟამს...