საქართველო იმ ქვეყნების არცთუ ისე მრავალრიცხოვან სიაშია, რომელთაც დეპოზიტების დაზღვევის სისტემა არა აქვთ. საჭიროებს კი ქვეყანა ასეთ სისტემას? იქნებ დეპოზიტის დაზღვევამ სარგებელზე მეტი ზიანი მოგვიტანოს? პასუხი არც ისე ერთმნიშვნელოვანია, როგორც შეიძლება ჩანდეს.
დეპოზიტის დაზღვევა შედარებით ახალი მოვლენაა საერთაშორისო საბანკო სისტემაში. მაგალითად, 1974 წელს მხოლოდ 12 ქვეყანას ჰქონდა დეპოზიტის დაზღვევის სქემები, ხოლო 2003-ში ეს რიცხვი 87-მდე იყო გაზრდილი. შეერთებული შტატები ამ საქმის ერთ-ერთი პიონერი იყო. ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაცია 1933 წელს...