საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის პროდუქტიულობის გაზრდის უამრავი შესაძლო გზა არსებობს. ცოდნის ამაღლება, ტექნოლოგიების გამოყენება, ფერმერებს შორის თანამშრომლობა და მიწის ფრაგმენტულობის პრობლემის დაძლევა მხოლოდ რამოდენიმეა იმ ექსპერტულ მოსაზრებათა შორის, რომლებიც აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დებატებში გაჟღერდა. სწორ პოლიტიკას მართლაც შეუძლია პროდუქტიულობის გაზრდა, მაგრამ ამ უკანასკნელს, როგორც წესი, არასასურველი შედეგიც ახლავს თან, სოფლად კიდევ უფრო მაღალი უმუშევრობის სახით. კერძოდ, ამჟამად არასრულად დასაქმებულ, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ცოდ...