By Rezo Geradze and Giorgi Bregadze
მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრია მომსახურების სახეობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და სწრაფად მზარდია მთელ მსოფლიოში. მოგზაურობისა და ტურიზმის მსოფლიო საბჭოს (WTTC) მონაცემების მიხედვით, 2012 წელს ამ დარგის პირდაპირმა კონტრიბუციამ მთლიან მსოფლიო შიდა პროდუქტში (2012 წლის ფასებში) 2.1 ტრილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. ამავე წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორმა 101 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას შეუწყო ხელი. მისი პირდაპირი და გვერდითი ეფექტების მხედველობაში მიღების შემდეგ, WTTC-ს ...