გასულ კვირას სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი იმედისმომცემი განცხადებით დასრულდა: ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოსა და სომხეთის მთავრობების მიერ დამტკიცებული ინფრასტრუქტურული პროექტის „მეგობრობის ხიდის“ მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და ორ წელიწადში დასრულდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და სომხეთის პრეზიდენტმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების სხვა შესაძლებლობებსა და ამ პროცესში ბიზნეს-საზოგადოების ჩართვის გზებზეც იმსჯელეს.
ამ სულისკვეთებამ შეიძლება ბევრი გააკვირვოს, რადგან ამ ორმა ქვეყანამ ხომ ბოლო დროს რეგიონული...