წინა კვირაში, განვიხილეთ ფრანსის ფუკუიამას ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც, ქვეყნები უნდა მიისწრაფოდნენ დემოკრატიისა და კაპიტალიზმისაკენ. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა არ აჩვენებს დემოკრატიისაკენ სვლის მსგავს ტენდენციას ბოლო 25 წლის მანძილზე, ფუკუიამა შესაძლოა მართალი ყოფილიყო მოსაზრების მეორე ნაწილში, რომელიც საბაზრო ეკონომიკის მომავალზე საუბრობს. თუმცა, სტატიის ამ ნაწილში, შევეცდები ვაჩვენო, რომ არც საბაზრო ეკონომიკა წარმოადგენს განვითარების საბოლოო ეტაპს.
წარსულის კაპიტალიზმი: თბილი და მყუდრო
აინ რენდის, დევიდ ფრიდმანისა და სხვა ლიბერტარიანელების ნაშრომებში, ხშირად წავაწყდებით რწმენას იმის შესახებ, რომ საბაზრო ეკონომიკის შედეგები არამხოლოდ ეფექტიანი, არამედ მორალურად სასურველიცაა.ეს საკითხი არც ისეთი აბსურდულია, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
წარმატებას აღწევს ის, ვისაც შეუძლია ბაზარს შესთავაზოს ისეთი რამ, რაზეც მოთხოვნა არსებობს. როგორც წესი, ეს არის ჩვეულებრივი კაპიტალი და (კვალიფიციური) მუშახელი. მოდით განვიხილოთ მეორე მათგანი, რადგან, როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა საკუთარი თავის ფინანსურ უზრუნველყოფას ახდენს შრომის ბაზარზე საკუთარი უნარების გაყიდვით. კომპიუტერული პროგრამის დაწერის, მათემატიკის სწავლების ან ორკესტრს ხელმძღვანელობის უნარი, მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმისა, რაზეც საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა არსებობს და რაც, შესაბამისად, ამ უნარების მფლობელთა ძირითადი შემოსავლის წყარო ხდება.
ბაზარს არასასურველი შედეგები აქვს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ არაფრის შეთავაზება, მაგალითად ასაკის, ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო. წმინდა კაპიტალიზმის შემთხვევაში (სახელმწიფოს არარსებობის დროს), მხოლოდ ამ ორი ტიპის ადამიანები უნდა ხვდებოდნენ არახელსაყრელ მდგომარეობაში, რადგან მათი კეთილდღეობა მხოლოდ სხვების ალტრუიზმზე იქნებოდა დამოკიდებული.
მათთვის კი, ვისაც ბაზრისათვის რაიმეს შეთავაზება შეუძლია, კონკურენცია, როგორც წესი, მრავალგანზომილებიანი და შესაბამისად, არც ისე მკაცრია. ადამიანები ახდენენ პროდუქტების დიფერენციაციას: მე, როგორც ლექტორი არ ვუწევ კონკურენციას ტაქსის მძღოლს, რომელსაც ოფისამდე მივყავარ, რადგან მე არ ვთავაზობ სხვებს ტაქსის მომსახურებას და ის არ კითხულობს ლექციებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბაზარზე ძალიან ბევრი ადამიანი მიწევს კონკურენციას ჩემს საქმიანობაში -ლექტორობაში, შესაძლოა, მე გადავწყვიტო საკუთარი პროფილის შეცვლა და ბაზარს შევთავაზო სხვა მომსახურება მაგალითად: ჟურნალისტიკა. ანალოგიურად შეუძლია უპასუხოს გამძაფრებულ კონკურენციას ტაქსის მძღოლმაც. მან შესაძლოა აიღოს მართვის მოწმობა სატვირთო ავტომობილებისათვისაც, ან ისწავლოს ინგლისური და გახდეს გიდი, ან უბრალოდ დაიწყოს მუშაობა ქვეყანაში მიმდინარე უამრავი მშენებლობიდან ერთერთზე. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალიზმი სწორედ კონკურენციის პრინციპზეა დაფუძნებული, ყველას უწევს კონკურენციის გაწევა ადამიანების შედარებით მცირე ჯგუფისთვის და არსებული წნეხი არც ისე დიდია.
კიდევ უფრო კარგი ისაა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება კონკურენტული წნეხის შესამცირებლად. ერთ-ერთი სტრატეგია შეიძლება იყოს კვალიფიკაციის ამაღლება, რადგან მის ზრდასთან ერთად, მცირდება კონკურენციაც. მაშინ, როდესაც მე შემიძლია გავხდე ტაქსის მძღოლი, ტაქსის მძღოლების უმეტესობას დასჭირდება მნიშვნელოვანი დრო და ძალისხმევა, რათა სწავლებისათვის საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია შეიძინოს და გამიწიოს კონკურენცია ჩემს დარგში. შესაბამისად, ჩემი კვალიფიკაცია ამცირებს კონკურენციას.
რომ შევაჯამოთ, ადამიანების უმრავლესობის კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს უნარები, რესურსები და შრომისმოყვარეობა, ხოლო ბაზარი აჯილდოვებს ნიჭსა და ძალისხმევას. სამართლიანი და გამართლებული სისტემაა - და როგორც ჩანს, ლიბერტარიანელებმა ყველაფერი სწორად გათვალეს!
შრომის ბაზრის დასასრული
შედარებისთვის, განვიხილოთ სიტუაცია, სადაც მოსახლეობის 90 % არის მოხუცი ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ რაიმე შესთავაზონ ბაზარს და საბაზრო ეკონომიკის შედეგები არამიმზიდველი იქნებოდა მორალური ასპექტით. მოსახლეობის 10%-ს, რომელიც კონკურენტუნარიანია, ექნებოდა ცხოვრების შედარებით კარგი პირობები, ხოლო დანარჩენი კი უბრალოდ იშიმშილებდა.
ეკონომისტები ერიკ ბრინიოლფსონი (Erik Brynjolfsson) და ენდრიუ მაკაფი (Andrew McAfee) 2011 წელს, თავიანთ წიგნში „რბოლა მანქანების წინააღმდეგ“ ამბობენ, რომ ჩვენ მივედით იმ დონემდე, სადაც ტექნოლოგიური უმუშევრობა რეალობად იქცევა . იდეა იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი გამოიწვევდა უმუშევრობის ზრდას მინიმუმ 250 წელს ითვლის, თუმცა მისი დამადასტურებელი ფაქტები არასდროს გვხვდებოდა. ყოველთვის, როდესაც ტექნოლოგიები რომელიმე პროფესიას უსარგებლოსა და არამოთხოვნადს ხდიდნენ, იქმნებოდა ახალი მოთხოვნა სამუშაო ძალაზე სხვა ადგილას, რათა დაეკმაყოფილებინა ადამიანური კაპიტალის ეს ჭარბი მიწოდება. ადამიანებს ყოველთვის შედარებით კარგად გამოსდიოდათ კონკურენციის გაწევა სხვა ადამიანებისათვის. თუმცა მომავალში, მათი ძირითადი კონკურენტები მანქანები გახდებიან. ბრინიოლფსონისადამაკაფის აზრით, ამის გამო, ბევრი ადამიანი სრულიად დაკარგავს კონკურენტუნარიანობას.
მურის კანონის თანახმად, არსებული ტექნოლოგიების გამოთვლითი სიმძლავრე ორმაგდება დაახლოებით ორ წელიწადში. ეს ექსპონენციალური ზრდა ფიქსირდება 1965 წლის შემდეგ. ბრინიოლფსონისდამაკაფის აზრით, ამ ზრდის ტემპის გათვალისწინებით, ახლო მომავალში კომპიუტერებს თითქმის ყველა სამუშაოს შესრულება შეეძლებათ. ამის მრავალი მაგალითი არსებობს. რამდენიმე წლის წინ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კომპიუტერს ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა შეეძლებოდა. დღესდღეობით კი, ისეთ კომპანიები, როგორიცაა გუგლი, შესაძლებლობას აძლევს მანქანებს ათასობით კილომეტრი გაიარონ ადამიანის ჩარევის გარეშე, ნორმალური სატრანსპორტო მოძრაობის პირობებში. ექპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთი მანქანები 2020 წლისათვის თანდათანობით ჩაანაცვლებენ ჩვეულებრივ ავტომობილებს, რომლებსაც ჩვენ დღესდღეობით ვმართავთ. შესაბამისად, უკვე 20 წელიწადში ტაქსის მძღოლობა ვეღარ იქნება უამრავი ადამიანის მთავარი შემოსავლის წყარო.
ფუნქცია რომელმაც ყველაზე მეტად გამაოცა ცემს ახალ სმარფონში არის საუბრის ამოცნობა. მე შემიძლია ვილაპარაკო სწრაფად მაგრამ გარკვევით და ჩემი ტელეფონი გადაიტანს საუბარს წერილობით ფორმაში თითქმის უშეცდომოდ. თუ ამ ფუნქციას ცოტათი კიდევ გააუმჯობესებენ შესაძლოა მომავალში მდივნის ყოლის აუცილებლობა აღარ შეიქმნას.
რამდენიმე თვის წინ, კომპიუტერმა ჩააბარა ტურინგის ტესტი, რაც გულისხმობდა იმას, რომ მისი კომუნიკაციის მეთოდების გარჩევა ადამიანისაგან თითქმის შეუძლებელია. ამ ფუნქციების დახვეწის შედეგად, შესაძლოა აღარ დაგვჭირდეს გამყიდველები, კონსულტანტები და ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლები. საკმარისი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად, არ არსებობს ადამიანური კაპიტალი, რომელსაც არ შეექმნება საფრთხე ჩანაცვლებულ იქნას მანქანების მიერ.
ბრინიოლფსონიდამაკაფი იხსენებენ ძველ (რიკარდოს) არგუმენტს, რომლის თანახმადაც, ბაზარზე არ არსებობს ძალა, რომელიც ხელს შეუშლიდა ხელფასების საარსებო მინიმუმზე, ანუ იმ დონეზე, რომელიც აუცილებელია მუშახელისათვის რათა შექმნას საარსებო პირობები საკუთარი თავისა და ოჯახისათვის, დაბლა დაცემას,.
კიდევ უფრო ძლიერი არგუმენტი ისაა, რომ მანქანები არამხოლოდ ანაცვლებენ ადამიანურ კაპიტალს, არამედ სთავაზობენ მომხმარებელს კიდევ უფრო მეტს. მანქანა, რომელსაც არ სჭირდება მძღოლი შესაძლოა მოძრაობდეს უკეთ და ამცირებდეს საგზაო შემთხვევების რაოდენობას, ელექტრონულმა მდივნებმა შესაძლოა დაუშვან უფრო ნაკლები შეცდომები, კომპიუტერულმა ექიმმა შეიძლება უფრო ზუსტი დიაგნოზი დასვას და სხვ. დღესდღეობით ცხენის, როგორც სამუშაო ძალის, გამოყენება მოძველებულია არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შენახვის დანახარჯები ბევრად მეტია იმ სარგებელზე, რისი მოტანაც შეუძლია (როგორცბრინიოლფსონიდამაკაფი თავის მაგალითში აღნიშნავენ), არამედ იმიტომაც, რომ შიდაწვისა და ორთქლის ძრავები მასთან შედარებით ბევრად უფრო მრავალფუნქციური და მოსახერხებელია. ადრე არხის გასწვრივ შებმული ცხენებს გემების გადასაადგილებლად იყენებდნენ. დღესდღეობით კი ყველაზე ძლიერი გემის ძრავის სიმძლავრე 100,000 ცხენის ძალას აღემატება და ალბათ შეუძლებელია წარმოვიდგინოთ 100,000 ცოცხალი ცხენი, რომელებიც გემის გადაადგილებას ცდილობენ. შესაბამისად, მაშინაც კი, თუ ცხენის შენახვის დანახარჯი 0-ს გაუტოლდებოდა, დღესდღეობით, მასზე მოხოვნა მაინც ბევრად ნაკლები იქნებოდა ვიდრე 150 წლის წინ.
ახლა, როდესაც ტექნოლოგიური პროგრესის ექსპონენციალური ზრდის შედეგად სულ უფრო ნაკლებ ადამიანს შეუძლია ბაზრისათვის სასურველი პროდუქტის შეთავაზება- მათი ნიჭის, რესურსებისა და შრომისმოყვარეობის მიუხედავად, საბაზრო ეკონომიკას სულ უფრო და უფრო მორალურად არასასურველ შედეგებამდე უნდა მივყავდეთ. ეს ყველაფერი კი ლიბერტარიანელების ფუნდამენტურ მოსაზრებებს ეჭქვეშ აყენებს.
რა არის გამოსავალი?
მეოცე საუკუნეში დიდი დებატები მიმდინარეობდა სოციალურ ეკონომისტებსა და ე.წ ავსტრიის სკოლის წარმომადგენლებს შორის იმის შესახებ, თუ რომელი წყობა (კაპიტალიზმი თუ სოციალიზმი) გაბატონდებოდა საბოლოოდ. ამ დებატებში პოლონელი სოციალისტი ეკონომისტის, ოსკარ ლანგის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ სოციალიზმი არასდროს მოგვცემდა კაპიტალიზმზე უარესს შედეგს, რადგან გეგმიურ ეკონომიკას შეეძლო მოეხდინა საბაზრო ეკონომიკის იმიტირება და ამით, მინიმუმ, შესაბამისი შედეგების მიღწევა. შესაბამისად, სოციალური ეკონომიკას შეეძლო მინიმუმ იმ შედეგების მიღწევა რაც საბაზროს, ან შესაძლოა უკეთესისაც. მისმა ავსტრიელმა ოპონენტებმა (მიზესმა, ფრიდრიხ ჰაიეკმა და სხვებმა), კი ლანგის ამ არგუმენტის გასაბათილებლად დაამტკიცეს, რომ არ არსებობდა საკმარისი გამოთვლითი სიმძლავრე იმისათვის, რომ მომხდარიყო საბაზრო ეკონომიკის იმიტაცია. იმის მიღწევა, რასაც ფასების სისტემა აკეთებს დეცენტრალიზირებული გზით, შეუძლებელი იყო გეგმიური ეკონომიკით.
სოციალიზმის კრახის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იყო არასაკმარისი გამოთვლითი სიმძლავრე. ხოლო მომავლის ძირითადი პრობლემა კომპიუტერული ძალებისა და შესაძლებლობების სიჭარბეა. არის თუ არა ეს ცხადი დამთხვევა?
საბჭოთა კავშირის დაგეგმვის სისტემა ბევრი ნაკლით ხასიათდებოდა. „გოსპლანი“ ადგენდა წინასწარ 5 წლიან გეგმას, რაც დასაწყისშივე უკვე მოძველებული იყო. ამ სისტემის თანამედროვე ვერსია განსხვავებული იქნებოდა. გეგმის შესწორება მოხდებოდა რეალურ დროში. ყოველთვის, როდესაც ვინმე იყიდიდა ყავას, ეს ინფორმაცია მაშინვე გადაცემოდა და აღირიცხებოდა ცენტრალურ კომპიუტერში. წარმოების გეგმის შესწორება მოხდებოდა მომენტალურად. პროდუქციის წარმოება მოხდებოდა მოთხოვნის შესაბამისად. რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლენის, მაგალითად რომელიმე საწარმოს ავარიული დაზიანების შემთხვევაში, პარალელურად მოხდებოდა გეგმის შესწორება რეალურ დროში.
მაშინაც კი, თუ ამ სისტემას ბევრი ნაკლი ექნებოდა, დისფუნქციური ბაზრის პირობებში, ის მაინც მიგვიყვანდა მორალურად უფრო მისაღებ შედეგებამდე. ვინაიდან დემოკრატია არ არის დამოკიდებული თავისუფალ ბაზარზე (როგორც წინა ნაწილში ვაჩვენეთ), ამ სისტემის დანერგვა დემოკრატიული გზითაც იქნებოდა შესაძლებელი.
ჩემი ვარაუდით, მომავლის მარქსისეული ხედვა უფრო ზუსტი აღმოჩნდება ვიდრე ფუკუიამას თეორია.
Comments