ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ოქტ
19

მომხმარებელთა განწყობა: მოლოდინი ჯაბნის რეალობას

მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (Consumer Confident Index – CCI) მონიტორინგს უწევს ქართველთა დამოკიდებულებას როგორც პირადი ფინანსური მდგომარეობის, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის მიმართ. უხეშად რომ ვთქვათ, ინდექსი გამოითვლება 12 კითხვაზე მიღებული დადებითი და უარყოფითი პასუხების სიხშირეთა სხვაობებით, კითხვები კი მოიცავს ოჯახების მიმდინარე და მოსალოდნელ ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის ისეთ ზოგად ეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინფლაცია და უმუშევრობა. პასუხების დიაპაზონი -100-დან +100-მდეა. -100-ს იმ შემთხვევაში მივიღებდით, თუ ყველა რესპონდ...
Rate this blog entry:
Continue reading
2146
0 Comments
Write a Comment
ოქტ
17

ხაჭაპურის ინდექსი, გაცვლითი კურსის დინამიკა და საერთაშორისო ტურიზმი

ხაჭაპურის ინდექსის გრაფიკზე (ადგილობრივებისთვის) ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია, რომ  ქართული სოფლის მეურნეობის მთელი ამბავი შევიტყოთ. ზამთრის სუსხიან თვეებში საკუთარი თავის იმედად მიტოვებული ძროხები ძალიან ცოტა რძეს იწველიან, რის გამოც რძის ნაწარმის ფასები კატასტროფულად იზრდება. ადრეულ გაზაფხულზე კი პირიქით, მზიანი ამინდების გამოჩენისა და საძოვრების გამწვანებისთანავე, რძის საბაზრო ფასები უკიდურესად მცირდება. მსხვილმასშტაბიანი ინდუსტრიული რძის წარმოების (რომელიც ასე ძლიერ არ არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებსა და ამინდზე) არარსებობის გამო, ფასე...
Rate this blog entry:
Continue reading
1955
0 Comments
Write a Comment
ოქტ
03

ვინ მოიგებს არჩევნებს?

ყველა შეცდა, ვინც კი პროგნოზს აკეთებდა: პროფესიონალიც და მოყვარულიც.  ბრექსიტი ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. როგორც ბუკმეიკერებმა (ადამიანები, რომელიც ორგანიზებას უწევენ ფსონების დადებას პოლიტიკაში, ეკონომიკასა და სპორტში მოვლენების განვითარებაზე) გვაუწყეს, სამჯერ მეტი ფული დაიდო ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენაზე, ვიდრე მის გასვლაზე. რეფერენდუმის წინა კვირებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები პროგნოზის საშუალებას არ იძლეოდა და მრავალმა ექსპერტმა ირწმუნა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირში დარჩებოდა. ძლიერ გაწბილდნენ პროგნოზიორები შეერთებულ შტატებშიც, როდესა...
Rate this blog entry:
Continue reading
1869
0 Comments
Write a Comment
ოქტ
03

ჰაერი, რომელსაც (ვერ) ვსუნთქავთ

ტემპელჰოფერ ფელდი ბერლინელების საყვარელი საზოგადოებრივი სარეკრეაციო სივრცეა. ტემპელჰოფერ ფელდი უბრალო პარკი როდია. ის არის პარკი, რომელიც აეროპორტის ადგილას გაშენდა. 2008 წელს, როდესაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ტემპელჰოფერის აეროპორტი დაიხურა, ბერლინმა ქალაქის ცენტრში, 386 ჰექტარზე (!) გადაჭიმული ღია სივრცე სარგებლობისთვის საზოგადოებას გადასცა. დღეს აქ ექვსკილომეტრიანი საველოსიპედე, გორგოლაჭებით სასიარულო და სარბენი ბილიკია, ბარბექიუსთვის 2.5 ჰექტარია გამოყოფილი, ძაღლის სასეირნოდ – დაახლოებით 4 ჰექტარი, ხოლო პარკის სტუმრებისთვის – უზარმაზარი, თვალუწვდენ...
Rate this blog entry:
Continue reading
2640
0 Comments
Write a Comment

Our Partners