ბევრი ქართველი ღია ცის ქვეშ არსებულ ბაზრებს, ე.წ. ბაზრობებს, წარსულის გადმონაშთად მიიჩნევს. შეძლებული ადამიანები, როგორც წესი, საყიდლებისათვის სუპერმარკეტში სიარულს ამჯობინებენ, სადაც კომფორტისათვის ყველა პირობაა შექმნილი: სუფთა გარემო, პრიალა იატაკი, სასიამოვნო ტემპერატურა, სახელდახელოდ და გემოვნებით დახარისხებული პროდუქტები. როცა სუპერმარკეტი არსებობს, ბაზრობებზე მხოლოდ გაჭირვებული ადამიანები დადიან.
მყიდველების გემოვნების ეს ცვლილება აჩვენა საბაზრო სტრუქტურაში მომხდარმა ცვლილებებმა. ხუთი წლის წინ თბილისში ერთადერთი დიდი სუპერმარკეტი იყო გუდვილი. მაგრა...