ISET

ISET ულოცავს პროფესორებს კარინე ტოროსიანსა და ნორბერტო პინატისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის (ISET-PI) უფროს მკვლევარს, მაკა ჭითანავას მათი ერთობლივი კვლევითი ნაშრომის წარმატებით გამოქვეყნებას. ნაშრომი სახელწოდებით „უკბილო რეფორმები? მოწინავე რეფორმატორი ქვეყნის ეკონომიკაში ქალი სამუშაო ძალის მონაწილეობის შესაშური სტაბილურობა“ ახლახანს გამოქვეყნდა ბონის შრომის ეკონომიკის ინსტიტუტის IZA-ს სადისკუსიო ნაშრომების სერიაში, რომელიც IDEAS/RePEc ეკონომიკის საერთაშორისო რეიტინგებში მე-11 ადგილს იკავებს. ნაშრომი, ასევე, გამოქვეყნდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის პრესტიჟული ბეკერ ფრიდმანის ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სამუშაო ჯგუფის სამუშაო ნაშრომების სერიაში.

ერთობლივ ნაშრომში ავტორები იკვლევენ საქართველოს, წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის ეკონომიკაში ქალი სამუშაო ძალის მონაწილეობის შესაშური სტაბილურობას. კვლევა იყენებს მონაცემებს შინამეურნეობების გამოკითხვიდან, რომელიც მოიცავს 2003-2015 წლების მონაცემებს. ავტორებმა მიიღეს ძალიან საინტერესო შედეგები და წარმოადგინეს პოლიტიკის რეკომენდაციები. კვლევითი ნაშრომის წაკითხვა შეგიძლიათ: 1. IZA-ს სადისკუსიო ნაშრომების სერია, 2. Hადამიანური კაპიტალისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სამუშაო ჯგუფის სამუშაო ნაშრომების სერია.

ISET ამაყობს ავტორების წარმატებით და კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს მათ მომავალ კვლევით საქმიანობაში.

Our Partners