ნობელიანტი ეკონომისტი, ჯეიმს ჰეკმანი ამტკიცებდა, რომ „მონაცემები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე“, მას შემდეგ, რაც ჩაატარა „პერის სკოლამდელი პროექტის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ მაღალი ხარისხის სკოლამდელ განათლებაში ინვესტირების უკუგება დაახლოებით 14%-ია – უკუგების დონე, რომელიც საბირჟო ფონდის სტანდარტული ბრუნვის უკუგებაზე (7.2%) გაცილებით მაღალია.
ISET-მა, აცნობიერებს რა ადამიანური კაპიტალის (და ინდივიდუალური მორალური ღირებულებებისა და სოციალური პრეფერენსების) ფორმირებაში სკოლამდელი განათლების უზარმაზარი მნიშვნელობას, UNICEF-სა და მსოფლიო ბანკთან ერთად მოაწყო დიალოგი „ადრეული და სკოლამდელი განათლება: მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო გეგმები,“ რომელიც არის განათლების პოლიტიკის ფორუმის ნაწილი. დიალოგი გაიმართა 16 მაისს, ISET-ის საკონფერენციო დარბაზში.