ISET

ნობელიანტი ეკონომისტი, ჯეიმს ჰეკმანი ამტკიცებდა, რომ „მონაცემები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე“, მას შემდეგ, რაც ჩაატარა „პერის სკოლამდელი პროექტის“ სახელით ცნობილი ექსპერიმენტი და აღმოაჩინა, რომ მაღალი ხარისხის სკოლამდელ განათლებაში ინვესტირების უკუგება დაახლოებით 14%-ია – უკუგების დონე, რომელიც საბირჟო ფონდის სტანდარტული ბრუნვის უკუგებაზე (7.2%) გაცილებით მაღალია.

ISET-მა, აცნობიერებს რა ადამიანური კაპიტალის (და ინდივიდუალური მორალური ღირებულებებისა და სოციალური პრეფერენსების) ფორმირებაში სკოლამდელი განათლების უზარმაზარი მნიშვნელობას, UNICEF-სა და მსოფლიო ბანკთან ერთად მოაწყო დიალოგი „ადრეული და სკოლამდელი განათლება: მიმდინარე გამოწვევები და სამომავლო გეგმები,“ რომელიც არის განათლების პოლიტიკის ფორუმის ნაწილი. დიალოგი გაიმართა 16 მაისს, ISET-ის საკონფერენციო დარბაზში.

ღონისძიება გახსნეს ქალბატონმა ლაილა ომარ გადმა, UNICEF-ის წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა მერსი მიანგ ტემბონმა, მსოფლიო ბანკის დირექტორმა, ბატონმა კახა ხანდოლიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა, და ბატონმა ერიკ ლივნიმ, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტმა. მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ქალბატონმა ლაილა ომარ გადმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის უმთავრესი თემა იყო ადრეული ბავშვობა, რომელიც გადამწყვეტი პერიოდია ადამიანის განვითარებაში, როდესაც როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გამოცდილება უმნიშვნელოვანეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, სწავლის უნარზე, ქცევასა და ჯანმრთელობაზე. მან, ასევე, განიხილა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საერთო ელემენტები და გამოწვევები, როდესა საქმე ეხება ხარისხსა და ინკლუზიურ სკოლამდელი განათლების შესახებ კანონებს.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მოესმინა ქალბატონი მარიამ ჯაშისთვის, რომელმაც მთავრობის მუშაობა შეაფასა. მარიამ ჯაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა, რომ საერთო ჯამში კმაყოფილია იმ ახალი კანონებით, რომელიც 2015 წელს დამტკიცდა. თუმცა ის თვლის, რომ დროა საჭირო პარლამენტში შესული კანონპროექტების დასამტკიცებლად და ასამოქმედებლად. მისი თქმით, მიუღებელია სკოლამდელ განათლებაზე წვდომის არსებული მაჩვენებელი საქართველოს სოფლებში, რომელიც ამჟამად 55%-ია, თუმცა ქვეყნის მთავრობის მიზანია ამ მაჩვენების 90%-მდე გაზრდა 3-6 წლის ასაკის ბავშვებში.

პროფ. ფლორიან ბირმანმა, რომელიც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის განათლებისა და სოციალური პოლიტიკის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს, ღონისძიება პრეზენტაციით გააგრძელა და წარმოადგინა სკოლამდელი გნათლების სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ არსებული მონაცემები, როგორიცაა, მაგალითად, გადატვირთული საკლასო ოთახები, აღმზრდელების დაბალი ანაზღაურება, კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი, ტრენინეგებზე წვდომის არქონა. როდესაც საქმე ეხება უთანასწორობას, ყურადღება გამახვილდა მდიდრებსა და ღარიბებს, სოფლად და ქალაქად მცხოვრებთ, უმცირესობებსა და ეთნიკურ ჯგუფებს, სპეციალური საჭიროებების მქონე და არმქონე ბავშვებს შორის დაყოფაზე. აღნიშნულ მონაცემებთან ერთად, წარმოდგენილ იქნა პოლიტიკის არაერთი რეკომენდაცია.

დიალოგის დასასრულს ჩატარდა ჯგუფური სამუშაო და დისკუსია, რომლის მოდერატორიც იყო ბატონი ერიკ ლივნი, ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის პრეზიდენტი. მონაწილეები განაწილდნენ 6 ჯგუფში, თითოეულ ჯგუფს დაევალა, მოეფიქრებინა ახალი იდეები, როგორ შეიძლება განისაზღვროს სისტემაში არსებული პრობლემური სფეროები. ჯგუფებმა ენთუზიაზმის მაღალი დონე გამოავლინეს და წარმოადგინეს უაღრესად სასარგებლო იდეები.

ჯამში, დიალოგი შეფასდა, როგორც წარმატებული წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის მთავრობასა და განათლების პოლიტიკის სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ინფორმაციის დაგროვების თვალსაზრისით. ვინაიდან აქტიურად იგეგმება თანმდევი აქტივობები, იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი გახდება ქვეყნის სკოლამდელი განათლების სისტემის პრიორიტეტებსა და საჭირო რეფორმებთან დაკავშირებით „ეროვნული კონსენსუსის“ მიღწევა.

Our Partners