კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვის იდეას დიდი ისტორია აქვს საქართველოში. თუმცა ამ საკითხის აქტუალობა განსაკუთრებით გაიზარდა 2016 წლის მარტიდან, როცა საქართველოს მთავრობამ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის კონცეფციის სამუშაო ვერსია გამოაქვეყნა. ამ ხნის განმავლობაში რეფორმის შესახებ მრავალი მოსაზრება და შენიშვნა გამოითქვა. მოხდა რეფორმის გარკვეული კომპონენტების ცვლილება. შედეგად, 2017 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ინიცირებულ იქნა კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. არსებული კანონპროექტი მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2018 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.