10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ასიგნებები 14.4 მილიარდი ლარით განისაზღვრა. აქედან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე (MEPA) 353 მილიონი ლარი (მთლიანი ბიუჯეტის 2.4%) მოდის, უშუალოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამინისტრო დაახლოებით 293 მილიონ ლარს დახარჯავს (მთლიანი ბიუჯეტის 2.0%), 60 მილიონი ლარი კი გარემოს დაცვის მიმართულებას მოხმარდება (მლიანი ბიუჯეტის 0.4%).
2019 წლის 30 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლისა და სოფლის მეურნეობის ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.
სტრატეგია განსაზღვრავს სამ ძირითად მიზანს, რომელიც მიღწეულ უნდა იქნას 2027 წლისთვის:
1. კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების განვითარება;
2. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია;
2015 – 2019 წწ. სოფლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში მცირედით შემცირდა, 42.6%-დან 41.3%-მდე. იმავე პერიოდში ასევე შემცირდა სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში: 2015 წელს ეს მაჩვენებელი 9.1% იყო, ხოლო 2018 წელს 7.7% იყო. 2018 წელს წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება. მემცენარეობაში ფიქსირდება 10.9%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით, ხოლო მეცხოველეობაში - 2.1%-ანი. რაც შეეხება თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტს, ყველაზე მაღალი კლება იყო ყურძენსა და ბოსტნეულზე,ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა ხორცსა და სიმინდზე.
აგროდაზღვევის პროგრამა დაიწყო 2014 წლის სექტემბერში. პროგრამა სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ და ხორციელდება რვა სადაზღვევო კომპანიის მიერ. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ რისკებს, როგორიცაა სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა (ეს უკანასკნელი მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). პროგრამის დაწყებიდან დღემდე სულ 49.3 ათასი ფერმერი (უნიკალური ბენეფიციარი) დაეზღვია. მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი იყო 2014 წელს, ხოლო შემდეგ შემცირდა სახელმწიფო სუბსიდიების შემცირების (90% -დან 70% -მდე) გამო. ამასთანავე, შემდეგ წლებში გადაიწია პროგრამის დაწყების თარიღმა და ახალი მოთხოვნები დაინერგა პროგრამის განხორციელებისას.
2018 წელს, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა (პუი) სოფლის მეურნეობაში შეადგინა 15.9 მლნ აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი პუი 2018 წელს შემცირდა 2017 წელთან შედარებით, პუი სოფლის მეურნეობის სექტორში მნიშვნელოვნად გაიზარდა (28.2%-ით). 2018 წელს, ყველაზე მაღალი პუი სოფლის მეურნეობაში დაფიქსირდა მეორე კვარტალში, ხოლო პირველ კვარტალში დაფიქსირდა მცირე ოდენობით კაპიტალის გადინება (უარყოფუთი პუი), რასაც შემდეგ მოჰყვა მნიშვნელოვანი ზრდა მომდევნო კვარტლებში. იმის გათვალისწინებით, რომ მომავალში საკვებ პროდუქტებზე მოთხოვნა გაიზრდება, სოფლის მეურნეობაში პუი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სექტორში წარმოების ზრდისთვის.