ISET

ISET Economist Blog

A blog about economics in the South Caucasus.
ივნ
28

უბრუნდება თუ არა ქართული თხილის ექსპორტი ძველ ნიშნულს?

თხილი საქართველოს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. 2010-2020 წლებში თხილის ექსპორტმა საქართველოს მთლიანი ექსპორტის 4.4% შეადგინა(საქსტატი, 2021 წ.). 2013 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ მაქსიმუმს, 30 ათას ტონას მიაღწია, შემდეგ წლებში კი 19 ათას ტონამდე შემცირდა, სამაგიეროდ გაიზარდა ექსპორტირებული თხილის ღირებულება, რაც ნიშნავს, რომ ერთი კილოგრამი ექსპორტირებული ქართული თხილის ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლებში. 2016 წელს ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 27 ათასი ტონა შეადგინა, რაც აღნიშნულ პერიოდში (2010-2020 წწ) სიდიდით მეორე მაჩვენებელი...
Rate this blog entry:
Continue reading
155
0 Comments
Write a Comment
ივნ
07

ორგანული ნარჩენების ოპტიმალურად მართვა – არსებული გამოწვევების გადაჭრის პოტენციური გზები საქართველოსთვის

ნარჩენების დაგროვების მასშტაბი დროთა განმავლობაში იზრდება და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს. ნარჩენები შეიძლება მრავალი დაავადების სათავე გახდეს, ის გამოყოფს დიდი რაოდენობით მეთანს (სათბურის ეფექტის გამაძლიერებელ აირს) და ხელს უწყობს გლობალურ დათბობას. მსოფლიო ბანკის შეფასებით, გადაუდებელი ჩარევის გარეშე, 2050 წლისთვის გლობალური ნარჩენების ამჟამინდელი დონე 70%-ით გაიზრდება. გრაფიკი 1. ნარჩენების წარმოქმნის გლობალური პერსპექტივა რეგიონების მიხედვით 2016-2050 წლებში ნარჩენების სათანადო მართვამ შეიძლება მნიშვნელოვანად შეამსუ...
Rate this blog entry:
Continue reading
271
0 Comments
Write a Comment
მაი
31

თავის დანებება თუ იატაკქვეშეთში გადასვლა? თამბაქოს მომხმარებლების რეაქცია გამკაცრებულ რეგულაციებზე

31 მაისი „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ საერთაშორისო დღეა, რომელიც „თამბაქოს მოხმარების საშიშროებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, თამბაქოს კომპანიების ბიზნესსა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს მოხმრების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობაზე ინფორმაციის გავრცელებას“ ემსახურება. 2021 წლის თემაა „თავი დაანებე მოწევას“, მწეველებს შეუძლიათ WHO-ის ვებ-გვერდზე გაეცნონ მოწევისთვის თავის დანებებაზე არაერთ სასარგებლო და საჭირო ინფორმაციას. როგორც წინა ბლოგში დაგპირდით, ვაგრძელებთ ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე მოწევის გავლენასთან დაკავშირებული თემების, ...
Rate this blog entry:
Continue reading
299
0 Comments
Write a Comment
მაი
24

საქართველოს რეგიონების „ცხოვრებადობის თავსატეხი“

ჩვენს ერთ-ერთ ბოლო ბლოგში ლუკ ლერუსმა საქართველოში სივრცითი დანაწევრების ცნებაზე ისაუბრა. ამ ბლოგით ავტორი შეეცადა, პასუხი გაეცა კითხვაზე, შეეჩვივნენ თუ არა ადამიანები დისტანციურად მუშაობას ახლა, როდესაც COVID-19-ის კრიზისმა მათ ეს ახალი შესაძლებლობა მისცა. თუ ასეა, შეიძლება თუ არა ამან დედაქალაქში მიგრანტების შემოდინება შეანელოს, რაც, თავის მხრივ, თბილისის ინფრასტრუქტურაზე ზეწოლას შეამცირებს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ადამიანები პანდემიის შემდეგაც გააგრძელებენ სოფლად ცხოვრებასა და დისტანციურად მუშაობას? თუ რეგიონული უთანასწორობის ჭრილში ეს მოლოდინი არა...
Rate this blog entry:
Continue reading
242
0 Comments
Write a Comment

Our Partners