2014 წლის ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ვიზის ახალი რეგულაციების ამოქმედებიდან ცოტა ხანში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში მომიწია ჩასვლა. უკანა გზაზე, სეულის აეროპორტში უსიამოვნო სიურპრიზი მელოდა. ახალგაზრდა ბორტ-გამცილებელმა შეამოწმა ჩემი (ისრაელის) პასპორტი და განმიცხადა, რომ, არსებული სისტემის მიხედვით, სტამბოლის რეისზე დავიშვებოდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი წარმოვადგენდი საქართველოს ბინადრობის მოწმობას ან შევიძენდი კორეაში უკან დასაბრუნებელ ბილეთს.
– მაგრამ მე დიდი ხანია საქართველოში ვცხოვრობ და უკან დაბრუნება აქამდე არასდროს...